საშობაო ხუმრობა

მარტინ სკორსეზეს შვილმა მამის საჩუქრები MARVEL-ის გმირებიან შესაფუთ ქაღალდში გაახვია

Film

ფრანჩესკა სკორსეზემ გადაწყვიტა, მამას გახუმრებოდა და მისთვის განკუთვნილი საჩუქრები გაახვია ქაღალდში, რომელზეც Marvel-ის პერსონაჟები ეხატა. 

ფრანჩესკამ გამოაქვეყნა ფოტო და წააწერა: "შეხედეთ რაში ვახვევ მამაჩემის საშობაო საჩუქრებს!"

შეგახსენებთ, რომ სკორსეზემ რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ კომპანია მარველის ფილმი, მისთვის კინო არ არის, რასაც უამრავი კამათი მოჰყვა. ზოგმა რეჟისორმა, მაგალითად ფრენსის ფორდ კოპოლამ, სკორსეზეს მხარი დაუჭირა, სამაგიეროდ ბევრ კინემატოგრაფისტს რეჟისორის განცხადება ეწყინა. 

კომენტარები