ცნობილი ადამიანები

ბოლო ათწლეულის ყველაზე დასამახსოვრებელი დაპირისპირებები ცნობილ ადამიანებს შორის

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ათწლეულის დასასრულამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. 2010-იანმა წლებმა ბევრი რამით დაგვამახსოვრა თავი, მათ შორის არა მხოლოდ დადებითით, არამედ, მაგალითად - კონფლიქტებითაც. ამჯერად, გადავწყვიტეთ გაგვეხსენებინა რამდენიმე გახმაურებული დაპირისპირება ცნობილ ადამიანებს შორის: 

მერაია ქერი და ჯენიფერ ლოპესი

ფოტო: vogue

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მერაია ქერიმ გერმანელ ჟურნალისტს ლოპესზე უთხრა: "მე მას არ ვიცნობ". შემდეგ ვარსკვლავებმა ერთმანეთს კიდევ ბევრი უსიამოვნო ფრაზა ესროლეს. ლოპესი ქერის მუსიკალურ ნომრებს არც კი უყურებდა, არამედ თავის ინსტაგრამს სქროლავდა. საბოლოოდ, 2010-იანებში ამ ორი მომღერლის ურთიერობა საკმაოდ დაძაბული იყო, მომავალში კი არავინ იცის, როგორ განვითარდება. 

კიმ კატრალი და სარა ჯესიკა პარკერი

ფოტო: vogue

სერიალის "Sex And The City" მსახიობებს კატრალსა და პარკერს ურთიერთობა ჯერ კიდევ 2008 წელს აერიათ. თუმცა, ამის შემდეგ ისინი შერიგდნენ და ისევ უარესობისკენ ყველაფერი მხოლოდ 2017 წელს შეიცვალა, როდესაც პარკერმა გაიგო, რომ ფილმის "Sex And The City" მესამე ნაწილი კატრალის მაღალი ანაზღაურების მოთხოვნის გამო არ გამოვა. პარკერმა უკმაყოფილებაც გამოხატა, ხოლო კატრალმა აღნიშნა, რომ ერთადერთი მისი მოთხოვნა არა მაღალი ხელფასი, არამედ ფილმის არ გადაღება იყო. 

ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი

ფოტო: vogue

2016 წელს დაპირისპირება ტრამპსა და კლინტონს შორის სრულიად გასაგები იყო, რადგან ორივე აშშ-ს პრეზიდენტობისთვის იბრძოდა. 2010-იანი წლებისთვის ამ ორ ადამიანს შორის დებატებიც ერთ-ერთ დასამახსოვრებელ მოვლენად იქცა, თუმცა მათი პაექრობა ზოგჯერ პოლიტიკურ სივრცესაც სცდებოდა. ბოლოს აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2020 წელს კლინტონის არჩევნებში არ მონაწილეობით ძალიან კმაყოფილია. ამჯერად, მისმა ყოფილმა ოპონენტმა მის განაცხადს საკმაოდ პირდაპირ უპასუხა: "ჩემით ასეთი შეპყრობილი რატომ ხარ???"

დრეიკი და ქანიე უესტი

ფოტო: vogue

ფოტო: vogue

ორ მუსიკოსს შორის დაპირისპირება 2018 წელს დაიწყო და სიმღერების ტექსტების მოპარვას შეეხებოდა. შემდეგ, დრეიკი დაადანაშაულეს იმაში, რომ მის ნაწარმოებში “In My Feelings” ის კიმ კარდაშიან უესტზე მღერის. 2019 წელს ქანიე უესთმა თავისი ახალი ალბომის გამოსვლის შემდეგ, გამოცემას Rolling Stone უთხრა, რომ ღვთის მსახური ვერ იქნები თუ შენდობას არ ისწავლი. რეპერი დრეიკთან წასვლას და თავისი ტელეფონის ნომერის დატოვებას აპირებდა. 

ტეილორ სვიფტი და ქეითი პერი

ფოტო: vogue

მას მერე, რაც სიმღერა "Bad Blood" გამოვიდა და სვიფტმა აღნიშნა, რომ ის ერთ-ერთ ცნობილ მომღერალზეა დაწერილი, ქეითი პერიმ და მან 2014 წლიდან ერთმანეთს ერთი სიტყვაც არ შეარჩინეს. უტევდა ხან ერთი მომღერალი, ხან - მეორე, თუმცა პერი ამ ომის დაწყებას მაინც სვიფტს აბრალებს. აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. დაახლოებით - ასე:

ფოტო: ტაბულა

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები