თბილისის ქუჩები, რომლებსაც 27 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 27 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

მთაწმინდის რაიონი

12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, გმირთა მოედნის, ფილარმონიის მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის, ვერეს შესახვევის, ვერეს დაღმართის, სანაპიროს, ნიკო ნიკოლაძის, ბოცვაძის, საქანელას, გალაკტიონ ტაბიძის, მიხეილ ჯავახიშვილის, კოსტავას, ქუჩიშვილის, ქიაჩელის, ვერიკო ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, იაკობ ნიკოლაძის, შიო მღვიმელის, ახვლედიანის, მედეა (მზია) ჯუღელის, ფარნაოზ ლაპიაშვილის, შინდისის, ამაღლების,ოქროყანის და ჭოველიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის III, V კვარტლების, მეტრო „ვარკეთილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, აეროდრომის დასახლების, ჯავახეთის, ზურაბ აბულაძის, რომანოზ ხომლელის და კალოუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების II, V კვარტლების, საქსოფმანქანის დასახლების II კვარტლის და ფრანგულიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს I, II, III, IV, V მიკრორაიონების, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ბერბუკის, პავლე ასლანიდის, მიცკევიჩის და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები