რუსეთი

რუსეთში ნავალნის თანამშრომელი გაიტაცეს და იძულებით სამხედრო ბაზაზე წაიყვანეს

რუსეთში ალექსეი ნავალნის თანამშრომელი და ოპოზიციონერი რუსლან შავედინოვი გაიტაცეს და იძულებით სამხედრო ბაზაზე წაიყვანეს. ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნის მისი მოკავშირის გატაცება დაგმო.

რუსი ოპოზიციონერი რუსლან შავედინოვი ორშაბათს მოსკოვში, მის სახლში დაიჭირეს და დედაქალაქისგან 2000 კილომეტრის მოშორებით ნოვაია ზემლიას არქიპელაგზე გაუშვეს.

შავედინოვი ნავალნის ანტიკორუფციულ სააგენტოში პროექტების მენეჯერია, ადრე ის ნავალნის პრესმდივანიც იყო.

მართალია, 1 წლიანი სამხედრო სამსახური 18-დან 27 წლამდე ყველა რუსი მამაკაცისთვის სავალდებულოა, თუმცა გამონაკლისები არიან ისინი, ვინც სამედიცინო შემოწმებას ვერ გადიან.

ნავალნიმ მაღალჩინოსნებს მის მოტაცებაში დასდო ბრალი, რადგან ის მისი დაავადების გამო, სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებული იყო.

როგორც ირკვევა, ორშაბათს მოსკოვის სასამართლომ მისი საჩივარი, სამედიცინო შემოწმების შესახებ უარყო. რუსულ მედიაში წერენ, რომ ის იმავე საღამოს ის მისი ბინიდან წაიყვანეს, მობილურს აღარ პასუხობდა. 

ნავალნის თქმით, გატაცებულმა ტელეფონი ითხოვა და ოთხშაბათს მას დაურეკა და შეატყობინა, რომ ის ანტი საჰაერო რაკეტების 33-ე ბაზაზე გადაიყვანეს, რომელიც ნოვაია ზემლიაზე როგაჩოვოში მდებარეობს.

ნავალნის თქმით, მას მუდმივად აკონტროლებენ და ერთი მამაკაცი საპირფარეშოშიც კი დაჰყვება. მართალია, ჯარში გაწვეულებს ინტერნეტის გარეშე მობილურის გამოყენების უფლება აქვთ, თუმცა შავედინოვს მობილური წაართვეს. მას ყაზარმაში თავისუფლად სიარული უფლება მისცეს, თუმცა ტემპერატურა -27 გრადუსია.

დღეს ნავალნის ანტიკორუფციულ სააგენტოში სამართალდამცველები შეიჭრნენ და ნავალნი ტერიტორიიდან გაიყვანეს. სააგენტო არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას, რომ YouTube-ის გვერდიდან მედვედევის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი "ის თქვენი დიმონი არ არის" წაეშალათ. ბოლო სამ თვეში ეს ფონდის ჩხრეკის უკვე მეორე შემთხვევაა.

კომენტარები