სამეფო კარის თამაშები

კიტ ჰარინგტონი: ჩემს დაბადების დღეზე ყურადღებას არავინ მაქცევს

კიტ ჰარინგტონი ჯონ სნოუს როლში

Game Of Thrones-ის ერთ-ერთი მთავარი გმირის, ჯონ სნოუს შემსრულებელს კიტ ჰარინგტონს დღეს, 26 დეკემბერს, 33 წელი შეუსრულდა. 

იმის გამო, რომ 25 დეკემბერს შობის დღესასწაული აღინიშნება, მსახიობის თქმით ნათესავებს მისთვის არ სცალიათ და ჰარინგტონის დაბადების დღე, რომელიც 26 დეკემბერს არის, უბრალოდ ავიწყდებათ.  

"ყოველ წელს ერთი და იგივე ხდება... მთელი ჩემი ოჯახი უბრალოდ მიდის და ჩემს დაბადების დღეზე ყურადღებას არავინ მაქცევს. ამიტომაც სულ მოწყენილი ვარ ხოლმე და რაც დროს გადის, ეს ყველაფერი უფრო მძიმე ხდება!" ნახევრად ხუმრობით აღნიშნა მსახიობმა.

 

კომენტარები