ცენზურა

თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, Wikipedia-ს აკრძალვა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა

თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თურქეთში Wikipedia-ს დაბლოკვა უფლებების დარღვევა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ადგილობრივ სიახლეების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედიიდან ვიგებთ, გადაწყვეტილებით, შესაძლოა, სულ მალე თურქეთში Wikipedia-ზე აკრძალვა მოიხსნას. 

თურქეთში Wikipedia 2017 წლის აპრილიდან დაბლოკილია. ვებგვერდმა უარი განაცხადა წაეშალა სტატია, რაც თურქეთს ისლამური სახელმწიფოს და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერ სახელმწიფოდ ასახავდა.

თურქეთში ვიკიპედია ყველა ენაზე აკრძალულია.

Wikipedia აკრძალეს კანონით, რითაც სახელმწიფოს შეუძლია აკრძალოს ის ვებგვერდები, რომელებიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

თურქეთის მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 

Wikipedia ასევე აკრძალულია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, ვენესუელა. მიმდინარე წლის აპრილიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში Wikipedia-ს ყველა გამოცემა დაბლოკეს.

ქვეყნებში, სადაც ცენზურის გამო Wikipedia-ს ან სხვა დასავლურ ვებგვერდებს ბლოკავენ, ადგილობრივები სხვადასხვა გზებს პოულობენ, რათა სასურველ ვებგვერდებზე შესვლა, აკრძალვის მიუხედავად, კვლავ შეძლონ. ამის ყველაზე გავრცელებული ხერხი VPN-ის პროგრამის გამოყენებაა.

კომენტარები