ეკონომიკური ზრდა

2026 წლისთვის ინდოეთი მსოფლიოს მეოთხე ყველაზე დიდი ეკონომიკა იქნება

ბომბეის ვაგზალი
flickr.com

2026 წლისთვის ინდოეთის ეკონომიკა, სავარაუდოდ, სიდიდით გერმანიას გადაასწრებს და მსოფლიოში მეოთხე იქნება.

ბიზნესისა და ეკონომიკური კვლევის ცენტრის მონაცემებით, მომდევნო ათწლეულში აზიური ქვეყნები კვლავ დაიბრუნებენ წამყვან პოზიციებს მთლიანი სიდიდით.

თუ 15 წლის წინ გერმანია, ბრიტანეთი საფრანგეთი მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებზე იყვნენ და აშშ-სა და იაპონიას ჩამორჩებოდნენ, დღეს მეორე ადგილზე უკვე ჩინეთია. თუმცა, კვლევის მიხედვით, 2026 წლისთვის ჩინეთი აშშ-სთვის გადასწრებას ვერ მოახერხებს - როგორც კვლევაში ვკითხულობთ, დემოგრაფიისა და ცხოვრების ხარისხზე გაზრდილი კონცენტრაციის გამო ჩინეთის ზრდა ნელდება.

სანამ 1800-იან წლებში ინდუსტრიული რევოლუცია დაიწყებოდა, მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა სწორედ ინდოეთისა და ჩინეთის იყო.

ბრექსიტის მიუხედავად, ბრიტანეთის ეკონომიკას კვლევა სტაბილურ ზრდას უწინასწარმეტყველებს. მეტიც - პროგნოზის მიხედვით, 2034 წლისთვის ბრიტანეთი სიდიდით გადაასწრებს საფრანგეთს.

ბიზნესისა და ეკონომიკური კვლევის ცენტრი პროგნოზს მომდევნო 15 წლიან პერიოდზე აკეთებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებზე დაყრდნობით.

კომენტარები