H1N1

H1N1 გრიპის ვირუსით ბოლო ორ კვირაში ორი ადამიანი გარდაიცვალა

H1N1 გრიპის ვირუსით ბოლო ორ კვირაში ორი ადამიანი გარდაიცვალა.

"სამწუხაროდ, ორი გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს მოზრდილის საავადმყოფოებში," - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ორივე შემთხვევა იყო დაგვიანებული.

"ცირკულირებს ორი ტიპის გრიპის ვირუსი - ა და ბ. პრევმონირებს ბ ტიპის ვირუსი, რომელიც შედარებით უფრო მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს ვიდრე ა-ს H1N1 ან ა-ს H3N5," - თქვა მან.

გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში ბ ტიპის ვირუსის ცირკულაცია, დაახლოებით, სამჯერ მეტია. მან განაცხადა, რომ თანდათან მზარდია დინამიკა და დაავადებათა კონტროლის ცენტრში ფიქრობენ, რომ მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში კიდევ იქნება ზრდა:

"ამიტომ, მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს ყველა ის პრევენციული ღონისძიებების გატარება, რა რეკომენდაციებსაც ჩვენ ამ დროს ვიძლევით".

გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ვაქცინა არ არის პანაცეა და ის არ თვლის, რომ ვაქცინა გრიპის ვირუსზე სავალდებულო უნდა იყოს.

დღეს მან აღნიშნა, რომ ვაქცინაცია მუშაობს, მაგრამ გრიპზე აცრებს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.

გრიპი ვირუსული ინფექციაა. ადამიანის გრიპის ვირუსები ყოველწლიურად, სეზონურად აქტიურდებიან. ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაღალ რისკ-ჯგუფებში მყოფი ადამიანებისთვის: ბავშვები, მოხუცები, იმუნოკომპრომეტირებული ადამიანები, სამედიცინო პერსონალი, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები.

კომენტარები