ყაზახეთი

ყაზახეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, დაიღუპა, სულ მცირე, 14 ადამიანი

Twitter/Anita Chauhan

ყაზახეთში, ქალაქ ალმათთან სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. გარდაიცვალა, სულ მცირე, 14 ადამიანი

ბორტზე 93 მგზავრი და 5 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ალმათის მერის ინფორმაციით, 22 ადამიანი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.  

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავმა აფრენის დროს სიმაღლე დაკარგა, ბეტონის კედელი გაანგრია და ორსართულიან შენობას შეეჯახა. თვითმფრინავს რეისი ალმათიდან დედაქალაქში, ნურ-სულთანში უნდა განეხორციელებინა. 

კატასტროფის მიზეზები უცნობია. საავიაციო კომიტეტის განცხადებით, ყველა ფრენა, რომელიც ამ ტიპის თვითმფრინავით უნდა განხორციელებულიტო, შეჩერებულია. საქმეზე გამოძიება დაიწყო. როგორც ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა თქვა, პასუხიმგებელი ადამიანები კანონის შესაბამისად დაისჯებიან.

კომენტარები