Home Alone

კანადურმა ტელევიზიამ Home Alone 2-დან დონალდ ტრამპის სცენა ამოჭრა

comic book

ვისაც საშობაო ფილმის Home Alone მეორე ნაწილი ნანახი აქვს აუცილებლად იცის, რომ როდესაც კევინ მაკალისტერი ნიუ-იორკში დაიკარგება, მას სასტუმროში PLAZA დონალდ ტრამპი შეხვდება და გზას მიასწავლის. 

წელს, კანადურ არხზე CBC  Home Alone 2 აჩვენეს იმ სცენის გარეშე, რომელშიც დონალდ ტრამპი ჩანს. 

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ამ ამბავს იუმორით შეხედა და ტვიტერზე დაწერა: "ფილმი ისევ ისეთი აღარასდროს იქნება! (ვხუმრობ)", ტრამპის შვილი და კიდევ რამდენიმე ინტერნეტ მომხმარებელი ფიქრობს, რომ ეს პოლიტიკური განაცხადია. 

კომპანიამ CBC განმარტა, რომ სინამდვილეში ამ ყოველივეს პოლიტიკური მიზეზები არ ჰქონია, ეს მხოლოდ ტელევიზიისთვის შესაფერისი ხანგრძლივობის მისაღებად  გაკეთდა, ჯერ კიდევ 2014 წელს.  

კომენტარები