ტელევიზიების ინკასო

დღეს, 27 დეკემბერს ტვ კავკასიისა და ტვ პირველის წარმომადგენლები ფინანსთა მინისტრს შეხვდებიან

დღეს, 27 დეკემბერს ტვ კავკასიისა და ტვ პირველის წარმომადგენლები ფინანსთა მინისტრს შეხვდებიან. ტელეკომპანიებს დავალიანების გადახდის დაგვიანების გამო ინკასო ფინანსთა სამინისტრომ ორი დღის წინ დაადო. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ტელევიზიები, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ დავალიანება, 23 დეკემბერს გააფრთხილა. უწყებამ ტელევიზიებს ერთი დღის ვადას მისცა, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.

ტელეკომპანია პირველის დირექტორის ინგა გრიგოლიას თქმით, ხელისუფლებამ პოლიტიკური შტურმი მიიტანა თავისუფალ მედიაზე და არ აქვს იმედი, რომ ივანე მაჭავარიანთან შეხვედრა რამეს შეცვლის.

ტვ კავკასიის დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ამბობდა, რომ გადასახადების გადახდას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებდა, თუ ძველ დავალიანებებს გადაახდევინებდნენ ტელევიზიებს, რომლებიც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად არ არიან განწყობილი, კერძოდ იმედს, რუსთავი 2-ს და მაესტროს.

დავალიანებები "იმედს", რუსთავი 2-ს და მაესტროს 2016 წლის შემდეგ, 1 ოქტომბრამდე დაუგროვდათ. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ამ ვალის რესტრუქტურიზაციაზე შემოსავლების სამსახურსა და ტელემაუწყებლებს შორის, "ამ დრომდე გრძელდება

კომენტარები