ინგა გრიგოლიამ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

TV პირველი

"ფინანსთა მინისტრმა შეხვედრაზე აგდებულად მიპასუხა, ვისიც გინდათ იმის პასუხიმგებლობის საკითხი დააყენეთ, იმედისა და რუსთავის დავალიანებებთან დაკავშირებითო," - ტვ პირველის გენერალურმა დირექტორმა ინგა გრიგოლიამ მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად, დაწყებიდან დაახლოებით 10 წუთში, დატოვა.

გრიგოლია ამბობს, რომ ვანო მაჭავარიანს საუბრისას წამოცდა, რომ ტვ იმედისა და რუსთავი ორის დავალიანენბებთან დაკავშირებით თავის დროზე პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული. 

"ჩვენს თავზე კი არ გველაპარაკებოდა, გველაპარაკებოდა წლების განმავლობაში რატომ დაედო რუსთავი ორს ეს ამდენი მილიონის დავალიანება. როგორ დაედო იმედს. მე მას ვკითხე დაისაჯა თუ არა ვინმე? როდესაც ამხელა დავალიანებაა ამ მედიების მხრიდან გადაუხდელი? მან აგდებულად მიპასუხა, ვისიც გინდათ იმის პასუხიმგებლობის საკითხი დააყენეთ. შემდეგ კითხვაზე რომ გადავედი არ მისმენდა, თავის თემაში იყო და აგრძელებდა. ვუთხარი რომ აზრს ვერ ვხედავ ამ შეხვედრის, იმისთვის რომ მედიამ გააშუქოს, რომ მინისტრი შეხვდა მედია მენეჯერებს. ამაში მონაწილეობის მიღება არ მინდოდა," - ამბობს ინგა გრიგოლია.

მისივე თქმით, ფინანსთა დღევანდელმა მინისტრმა ხელები შეამოწმა მის წინამორბედებს და გრიგოლია იმედოვნებს, რომ მივა ოდესმე საქმე იქამდე, რომ დადგება ვინმეს პასუხიმგებლობის საკითხი. 

"ჩვენ ყოველთვის ვიყავით კეთილსინდისიერი გადამხდელები იგივე გაგრძელდება ინკასო არ დაგვანგრევს, მოტივაცია აქვს ყველას გაასმაგებული მადლობა ამ მოტივაციის ამაღლებისთვის." - ამბობს გრიგოლია.

ტელეკომპანიებს პირველი და კავკასია დავალიანების გადახდის დაგვიანების გამო ინკასო ფინანსთა სამინისტრომ ორი დღის წინ დაადო. ამის შემდეგ ჩაინიშნა მათი წარმომადგენლების ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ტელევიზიები, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ დავალიანება, 23 დეკემბერს გააფრთხილა. უწყებამ ტელევიზიებს ერთი დღის ვადას მისცა, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.

ტელეკომპანია პირველის დირექტორის ინგა გრიგოლიას თქმით, ხელისუფლებამ პოლიტიკური შტურმი მიიტანა თავისუფალ მედიაზე.

ტვ კავკასიის დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ამბობდა, რომ გადასახადების გადახდას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებდა, თუ ძველ დავალიანებებს გადაახდევინებდნენ ტელევიზიებს, რომლებიც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად არ არიან განწყობილი, კერძოდ იმედს, რუსთავი 2-ს და მაესტროს.

დავალიანებები "იმედს", რუსთავი 2-ს და მაესტროს 2016 წლის შემდეგ, 1 ოქტომბრამდე დაუგროვდათ. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ამ ვალის რესტრუქტურიზაციაზე შემოსავლების სამსახურსა და ტელემაუწყებლებს შორის, "ამ დრომდე გრძელდება.

კომენტარები