ხანძარი ავსტრალიაში

ავსტრალიაში ხანძრებმა კოალების პოპულაციის 30% გაანადგურა

aronga Zoo/AFP

ავსტრალიაში ხანძრების შედეგად კოალების პოპულაციის 30% განადგურდა.

ხანძრები ავსტრალიაში მთლიანობაში 5 მილიონზე მეტ ჰექტარს მოედო და 9 ადამიანის სიცოცხლეც იმსხვერპლა. მხოლოდ ნიუ საუს უელსში 3,4 მილიონი ჰექტარი დაიწვა.

კონტინენტის ჩრდილოეთ ცენტრალური ნაწილი კოალების მნიშვნელოვანი ნაწილის სახლია, აქ 15 000-დამ 28 000-მდე კოალა ცხოვრობს.

ხანძრები ავსტრალიაში ნოემბერში დაიწყო და მას შემდეგ ნიუს საუს უელსში ხანძრის დონემ საგანგაშოს მიაღწია, როგორც ნიუ საუს უელსში, რომელიც სიდენისთან ახლოს მდებარეობს, ასევე სამხრეთ ავსტრალიაში, ვიქტორიასა და დასავლეთ ავსტრალიაში.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოალები ფუნქციურად გადაშენდნენ, არასწორია, თუმცა, საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს.

რამდენიმე კვირის წინ ნიუ საუს უელსის მთავრობამ თქვა, რომ ხანძრის შედეგად ათასობით კოალა დაიწვა, თან ისე, რომ მათი ნაშტების მიკვლევა შეუძლებელია.

კოალების გარდა, ხანძრები საფრთხეს უქმნიან საფრთხის ქვეშ მყოფ სხვა ცხოველებსაც, მათ შორის კენგურუს ერთ-ერთ სახეობას.


ფოტო: den Hills Country Fire Service/Facebook
"არ არის აუცილებელი, ცხოველი ფუმფულაა და საყვარელი იყოს - შესაძლოა ის იყოს გამხდარი და ულამაზო, მაგრამ ავსტრალიის გარემოსთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა ცხოველები. დასავლეთის მიწის თუთიყუშიც საფრთხის ქვეშ არის, ისევე, როგორც კუნძულის კენგურუ", - ამბობს ავსტრალიის გარემოს დაცვის მინისტრი.

ხანძრებამდე, 1990-დან 2010 წლამდე კოალების პოპულაცია 42%-ით შემცირდა.

ნიუ საუს უელსის ბუნებაზე დისკუსიის საბჭოს წარმომადგენელი, ჯეიმს ტრემანი ამბობს, რომ კოალები ნელა და ჩუმად ქრებიან.

"ბოლო 20 წელიწადში კოალების რიცხვი მკვეთრად შემცირდა. ჩვენ ვანადგურებთ მათ საცხოვრებელიი გარემოს ათასობით ჰექტარს", - ამბობს ის.

კომენტარები