თბილისის ქუჩები, რომლებსაც 28 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 28 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

მთაწმინდის რაიონი

09:30 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარათაშვილის, ვეკუას, სულხანიშვილის, მტკვრის, ათონელის, ნიშნიანიძის და ფურცელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის და ბესარიონ ჟღენტის ქუჩის მაცხოვრებლებს

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები