მედია

ინგა გრიგოლია: ვანო მაჭავარიანმა მამუკა ბახტაძეზე თქვა, უტრაკო იყოო

საქართველოს მთავრობა

ტვ პირველის გენერალურმა დირექტორმა, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ თქვა, რომ მედიამენეჯერებთან შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა თავის წინამორბედ მინისტრებს უტრაკოები უწოდა.

"შეხვედრა რომ დავტოვე, მერე გავიგე. გაინტერესებთ, ვანო მაჭავარიანი რა სიტყვებს ეუბნებოდა მედიამენეჯერებს? წინამორბედებზე მან თქვა, ისინი იყვნენ უტრაკოებიო, გაიმეორა სამჯერ", - თქვა გრიგოლიამ და მაყურებელს ბოდიში მოუხადა.

ჟურნალისტის თქმით, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მან მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

"ამის გამო მქონდა მე პროტესტი. როდესაც მთავრობის წევრი ასეთი კრიზისული სიტუაციის დროს მედიამენეჯერებთან ამ სიტყვებს ხმარობს (მეტჯერ აღარ ვტყვი, რაც ვთქვი) ესაა ყველაზე შეურაცხმყოფელი. ეს სიტყვა მან წინამორბედ მინისტრზე თქვა და ვინ იყო წინამორბედი? ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე. ვანო მაჭავარიანმა იმ შეხვედრაზე ჩემს კოლეგებს უთხრა, რომ მამუკა ბახტაძე იყო უტრაკოო. ასეა ელაპარაკება მინისტრი ჟურნალისტებს.

ტელეკომპანია პირველს და კავკასია დავალიანების გადახდის დაგვიანების გამო ინკასო ფინანსთა სამინისტრომ ორი დღის წინ დაადო.

ამის შემდეგ ჩაინიშნა მედია მენეჯერების შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან.

ფინანსთა სამინისტრომ ტელევიზიები, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ დავალიანება, 23 დეკემბერს გააფრთხილა. უწყებამ ტელევიზიებს ერთი დღის ვადას მისცა, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.

ტელეკომპანია პირველის დირექტორის ინგა გრიგოლიას თქმით, ხელისუფლებამ პოლიტიკური შტურმი მიიტანა თავისუფალ მედიაზე.

ტვ კავკასიის დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ამბობდა, რომ გადასახადების გადახდას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებდა, თუ ძველ დავალიანებებს გადაახდევინებდნენ ტელევიზიებს, რომლებიც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად არ არიან განწყობილი, კერძოდ იმედს, რუსთავი 2-ს და მაესტროს.

დავალიანებები იმედს, რუსთავი 2-ს და მაესტროს 2016 წლის შემდეგ, 1 ოქტომბრამდე დაუგროვდათ. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ამ ვალის რესტრუქტურიზაციაზე შემოსავლების სამსახურსა და ტელემაუწყებლებს შორის მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება.

კომენტარები