სახელმწიფო ბიუჯეტი

ხელვაჩაურის მერიამ 20 მახათი შეიძინა, შესყიდვის მიზანი უცნობია

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ხელვაჩაურის მერიამ აგვისტოში საკანცელარიო ნივთების ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულებამაც დაახლოებით, 23 ათასი ლარი შეადგინა.

სხვა შეძენილ ნივთებთან ერთად, მერიის მიერ მოთხოვნილი პროდუქციის სიაში აღმოჩნდა 20 ცალი მახათი, რომლის ღირებულებამაც 40 ლარი შეადგინა. ხელვაჩაურის მერიამ ტენდერი სამჯერ გამოაცხადა, თუმცა სამივეჯერ სატენდერო დოკუმენტების არასათანო წარმოდგენის გამო პროცესი უშედეგოდ დასრულდა. 

მხოლოდ მეოთხე მცდელობა გამოდგა წარმატებული. ტენდერში შპს ანსამ გაიმარჯვა. საკანცელარიო ნივთების შესაძენად პირველი ტენდერი მერიამ მიმდინარე წლის მარტში გამოაცხადა. 

საბოლოო ტენდერი, რომლის შედეგადაც მერიამ ხელშეკრულება გააფორმა, 2019 წლის 9 აგვისტოს ჩატარდა.

კომენტარები