უჩიპო პირადობები

წულუკიანი: იმედია ქვეყანაში არავის ჰგონია, რომ ელექტრონული პირადობა უბრალოდ ნივთია

0 კომენტარი

"იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში არავის ჰგონია, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობა არის უბრალოდ ნივთი. ელექტრონული პირადობის მოწმობა არის პიროვნების დამადასტურებელი ის დოკუმენტი, რომელზეც გადის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სწორი განვითარება", - ამბობს ჟურნალისტებთან საუბარში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

წულუკიანის თქმით, ID ბარათი არის პიროვნების დამადასტურებელი ის მოწმობა, რომელზეც ქვეყნის "დემოკრატიული და სწორი გავნითარების გზა გადის".

იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რომ დემოკრატიულ და სწორ გავითარებაში იგი მოიაზრებს სანდოობის პირობებში და დემოკრატიულად არჩევნების ჩატარებასაც.

"გაისად საარჩევნო წელია, ამიტომ ის ბიომეტრიული სურათებით შემდგარი საარჩევნო სია, რომელიც ქართულმა ოცნებამ 2014 წელს შემოიტანა, არის სანდრო სწორედ იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს ელექტრონული პირადობის მოწმობა და მე არ მინდა ვიფიქრო რომ ეს ერთ დღეს ეჭვქვეშ დადგება", - ამბობს წულუკიანი.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებით, 26 დეკემბრიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოქალაქეებს პირადობის მოწმობის აღება ჩიპის გარეშე შეეძლებათ. ამ პირადობის მოწმობებს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი არ ექნება.

ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, არჩევნების გაყალბების საფრთხეს ზრდის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები