თბილისის მთავარი ნაძვის ხე

როკფელერის ცენტრის ცნობილი საშობაო ნაძვის ხე თბილისის ნაძვის ხეზე 5-ჯერ ნაკლები ღირდა

flickr.com

ნიუ-იორკში როკფელერის ცენტრში 2012 წელს დადგმული ცნობილი საშობაო ნაძვის ხე 5-ჯერ უფრო ნაკლები ღირდა, ვიდრე წელს მერიის მიერ თბილისში დადგმული მთავარი ნაძვის ხე. 

როკფელერის ცენტრის საშობაო ნაძვის ხე მანჰეტენის ცენტრის ღირებულებად იქცა, რომელიც სავაჭრო და ტურისტულ ადგილებში ყოველწლიურად სადღესასწაულო პერიოდში 750 000 სტუმარს იზიდავდა (არასაშობაო დღეებში, დაახლოებით, 350 000-ს). 

როკფელერის ცენტრის თანამფლობელ კომპანიას Tishman Speyer-ს საახალწლო ნაძვის ხეში თანხა არ გადაუხდია. როკფელერის ნაძვის ხის დონაცია ყოველწლიურად ხდება. გიგანტური ნორვეგიული ნაძვის მესაკუთრეები ცენტრს თავის ნაძვის ხეებს სთავაზობენ ასარჩევად. 2012 წელს ფლანდერსის (ნიუ-ჯერსი) მცხოვრებმა, ჯოზეფ ბალკუმ, ორგანიზატორებს საკუთარი ხე შესთავაზა, რომელიც ქარიშხალ სენდის გადაურჩა. Tishman Speyer-ის მთავარმა მებაღემ მას მაშინ მიაგნო, როდესაც საშობაო ხის საძიებო მოგზაურობაში დაკარგვიდან შინ ბრუნდებოდა. 

80-წლიანი ნორვეგიული ნაძვი 10 ტონას იწონის და 24 მეტრზე მეტისაა. 

ხე შეფუთულია, დაახლოებით, 5 მილის სიგრძის LED განათებებით, 45 000 ნათურით და თავზე 250 კილოგრამის წონის LED განათებით ანთებული სვაროვსკის ვარსკვლავი, რომელიც მხოლოდ სვაროვსკის 25 000 კრისტალითაა გაწყობილი და სხვა ორნამენტები არ აქვს. 

Bloomberg-მა დაითვალა, რა დაჯდებოდა აშშ-ის ყველაზე ცნობილი ნაძვის ხე: 

• როკფელერის ცენტრი, როგორც წესი, 20-დან 25 მეტრის სიმაღლის საშობაო ნაძვის ხეებს არჩევს. ხეების ექსპერტი ედ სტაიგერვოლდტი ამბობს, რომ ამ სიმაღლის ხე ძალიან იშვიათია. ფასი: $25 000. 

• Heritage Auction-ის ვიცეპრეზიდენტის, ნიკ დოუსის, მიხედვით, სვარკოვსკის ვარსკვლავის ფასი $35 000-ია. 

• 45 000 LED განათება კი $13 500 დაჯდებოდა. 

შესაბამისად, საერთო ჯამში როკფელერის ცენტრის ცნობილი საშობაო ნაძვის ხე $73 500 ღირდა, რაც ლარებში რომ გადმოვიყვანოთ (დღევანდელი კურსით) 210 915 ლარია. თბილისის მერიამ კი მილანიდან ჩამოტანილ ნაძვის ხეში 995 542 ლარი გადაიხადა. 

თბილისის ცენტრალური ნაძვის ხე:

კომენტარები