მედიაგარემო

მაჭავარიანი: იმედთან და რუსთავი 2-თან ვალის რესტრუქტურიზაციაზე შეთანხმება მიღწეული არ არის

საქართველოს მთავრობა

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, "იმედთან და "რუსთავი 2"-თან ვალის რესტრუქტურიზაციაზე შეთანხმება მიღწეული არ არის. მაჭავარიანის თქმით, შეთავაზებას ვალის გადახდის გეგმასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური არ დაეთანხმა.

"ამდენი ხანი იმიტომ გაიწელა ეს პროცესი, რომ მათ შემოთავაზებებს ჩვენ არ ვეთანხმებით. ჯერ-ჯერობით თანხმობა მიღწეული არ არის. 10 იქნება, 7 თუ 5, გაიგებთ. ვალი რომ დაგროვდა, ნორმალური თავისთავად არ არის და შეთანხმება რამდენწლიანი იქნება, ეს სხვა თემაა",-თქვა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა. 

დღეს, 27 დეკემბერს, ფინანსთა მინისტრს მედია მენეჯერები შეხვდნენ. შეხვედრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანია პირველსა და კავკასიას დავალიანების გადახდის დაგვიანების გამო ინკასო დაადო.  

ტვ პირველის გენერალურმა დირექტორმა, ინგა გრიგოლიამ შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

ფინანსთა სამინისტრომ ტელევიზიები, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ დავალიანება, 23 დეკემბერს გააფრთხილა. უწყებამ ტელევიზიებს ერთი დღის ვადას მისცა, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.

დავალიანებები "იმედს", რუსთავი 2-სა და მაესტროს 2016 წლის შემდეგ, 1 ოქტომბრამდე დაუგროვდათ. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ამ ვალის რესტრუქტურიზაციაზე შემოსავლების სამსახურსა და ტელემაუწყებლებს შორის, მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება. სწორედ დიდი ტელევიზიების დავალიებების გამო, ამ თანხების დაფარვამდე, გადასახადების გადახდაზე უარი თქვეს კავკასიამ და ტვ პირველმა.

კომენტარები