რუსული ოკუპაცია

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობა ახალი წლის დღეებში გამშვებ პუნქტს კეტავს

0 კომენტარი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობა ახალი წლის დღეებში საოკუპაციო ხაზთან მდებარე "გამშვებ პუნქტს" კეტავს. სააგენტო რეს-ის ინფორმაციით, დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება "უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით" მიიღო. 

"30 დეკემბრის 20:00 საათიდან დროებით შეწყდება სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის "ქარძმანის" მონაკვეთზე მიმოსვლა, რომელიც გაიხსნება 3 იანვრის 06:00 საათიდან და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას"- წერია განცხადებაში. 

საოკუპაციო ხაზთან მდებარე ორი გადასასვლელი პუნქტი ჯერ კიდევ სექტემბერში დაიხურა, რადგან 30 აგვისტოს ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა - საგუშაგო ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან არ დაშალა. 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ქართულ მხარეს ულტიმატუმი 29 აგვისტოს წაუყენა, მას შემდეგ, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა. დე ფაქტო წარმომადგენლობის თქმით, თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე "სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ".

სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, საგუშაგო კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანაში აიგო. საოკუპაციო რეჟიმი მიზანმიმართულად ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას. 5 სექტემბერს ოკუპირებულმა რეჟიმმა "სამხრეთ ოსეთის დროშა" 944 მეტრის სიმაღლეზე აღმართა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები