ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი

სუს: ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე ამბობს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია. ის სხვა დეტალებზე არ საუბრობს. 

"ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლავთ კარგი, ამ წუთას იგი იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და მოგვიანებით უფრო მეტი დეტალების გაზიარებას შევძლებთ"- ამბობს ანთაძე. 

უკანონო ტყვეობიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული ექიმი ამჟამად შსს-ის შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის განყოფილებაში იმყოფება. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, გაფრინდაშვილს თბილისში გადაიყვანენ.

კომენტარები