ვაჟა გაფრინდაშვილი

ბაქრაძე: გაფრინდაშვილმა თავისი სიმხნევით და ვაჟკაცობით დაამარცხა შიშიც, ციხეც და ოკუპაციაც

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებულ ვაჟა გაფრინდაშვილს შსს-ის შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის განყოფილებაში შეხვდა.

ბაქრაძემ განაცხადა, რომ გაფრინდაშვილი მხნედ არის, თუმცა ადვილი არ არის ოკუპირებული ცხინვალის ციხეში, იზოლატორში ამდენ ხანს ყოფნა - "ამ ადამიანმა თავისი სიმხნევით და ვაჟკაცობით შეძლო, რომ დაემარცხებინა შიშიც, ციხეც, ოკუპაციაც - ეს მისი შეგნებული არჩევანი იყო... როდესაც ადამიანი შეგნებულად აკეთებ ასეთ არჩევანს, იქ უკვე შემდეგ ფიზიკური პირობების მას აღარ შეშინებია".

ბაქრაძემ მიულოცა ვაჟა გაფრინდაშვილს, მის ოჯახს და მადლობა გადაუხადა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მის გამოხსნაში - "მათაც, ვისაც ეს უწყებრივად და თანამდებობრივად ეხებათ და რიგით მოქალაქეებსაც, ვინც სოლიდარობას გამოხატავდა და სოლიდარობის აქციებზე გამოდიოდა".

"მინდა კიდევ ერთხელ ჩემი უღრმესი პატივისცემა დავუდასტურო და ვთქვა, რომ ეს ადამიანი არის მართლაც გმირი. მან ჩაიდინა სამოქალქო გმირობა და გვაჩვენა, რომ ღირსებით, პატრიოტიზმით, ჩვენ შევძლებთ დავამარცხოთ ოკუპაცია და შიში. ამიტომ, დღეს ნამდვილად კარგი დღეა," - თქვა მან.

კომენტარები