ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას და ახალი წლისთვის თავის ოჯახთან დაბრუნებას მიესალმება - "ამავდროულად, ნება მომეცით, გადამკვეთი პუნქტების ხელახალი გახსნისთვის მყისიერი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობა გავიხსენოთ".
კარლ ჰარცელი განცხადებას თავის Twitter-ის გვერდზე ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინ მან განაცხადა, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გასათვისუფლებლად ევროკავშირის მხარე ჩართული იყო გამოსავლის პოვნის მცდელობაში.
20 დეკემბერს ევროკავშირმა მისი გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება გაავრცელა.
საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს 28 დეკემბერს გაათავისუფლეს.