ვაჟა გაფრინდაშვილი

ლიტვის საგარეო უწყება: მივესალმებით გაფრინდაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებას ეხმაურება.

"მივესალმებით დე ფაქტო ხელისუფლების პატიმრობიდან ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას, რომელიც სამხრეთ ოსეთის რეგიონში "საზღვრის" უკანონო კვეთის გამო 9 ნოემერს დააპატიმრეს. შემდგომი დაპატიმრებები თავიდან უნდა იყოს არიდებული და გადაადგილების თავისუფლება ყველასთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი",-ვკითხულობთ ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს, 28 დეკემბერს გათავისუფლდა. ის ოკუპანტებს 45 დღის განმავლობაში ჰყავდათ გატაცებული. 

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა 20 დეკემბერს მიუსაჯა. გაფრინდაშვილი ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს და რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით "გაასამართლეს".

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა. საოკუპაციო რეჟიმი მისგან “დანაშაულის აღიარებას" ითხოვდა, თუმცა, გაფრინდაშვილი აცხადებდა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კომენტარები