ავტოსაგზაო შემთხვევა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშებთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

qartli.ge

გორის მუნიციპალიტეტის სოფლე შავშებთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. ორივე მათგანი ქვეითად მოსიარულე იყო. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 პუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქმედებას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ექვსიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

კომენტარები