თბილისის მერია

ხიზანიშვილის ქუჩაზე ავტობუსების მარშრუტები ორი დღით შეიცვალა

თბილისის სატრანსპორტო კომპანია

გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთზე, ავტობუსების ბოლო გაჩერებიდან მე-8 მიკრორაიონში მდებარე მშენებარე ეკლესიამდე, ავტობუსების მარშრუტები ორი დღით ნაწილობრივ შეიცვლება. მიზეზი ასფალტის საფარის დაგებაა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, N23, N24, N33, N39 და N51 ავტობუსები ვეკუას ქუჩაზე გლდანის მე-7 მიკრორაიონის მხრიდან გადაუხვევენ მშენებარე ეკლესიის მიმართულებით და გზას ხიზანიშვილის ქუჩაზე მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრისკენ“ განაგრძობენ.

კომენტარები