კრიმინალი

ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს, ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა

ზუგდიდში, სოფელ შამგონაში ახალგაზრდა ქალი ბოსელში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მას სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა.

ოჯახის წევრები გარდაცვლილზე ქმრის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობენ. გარდაცვლილის ძმას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. მისი თქმით, ქალს დაზიანებები აქვს, რის გამოც, ნუკრი მიქავა ვარაუდობს, რომ მისი და ჯერ მოკლეს და შემდეგ "თოკზე ჩამოკიდეს".

გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები