30 დეკემბერს ვაკის და კრწანისის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 30 დეკემბერს, ვაკის და კრწანისის ნაწილს ელექტრომომარაგება რამდენიმე საათით შეუწყდება. თელასის ცნობით, მიზეზი გადაუდებელი სამუშაოებია.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და გაბაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ნიშნიანიძის, გორგასლის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები