ველური ბუნება

მსოფლიოს უხუცესი შავი მარტორქა გარდაიცვალა

BBC

მსოფლიოში უხუცესი შავი მარტორქა სახელად ფაუსტა 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

BBC-ის ინფორმაციით, მდედრი მარტორქა 1965 წელს ნგორონგოროს კრატერში აღმოაჩინეს, როცა ის სამი წლის იყო. 

ის ველურ ბუნებაში თავისუფლად გადაადგილდებოდა. თუმცა 2016 წელს, მას შემდეგ რაც აფთრები დაესხნენ თავს ის დაცულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესდა და სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ ფაუსტას გარდაცვალების დღეს ახალი მარტორქა დაიბადა. 

მეცნიერების თქმით, ველურ ბუნებაში მარტორქების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 37-43 წელია. აღმოსავლური მარტორქები გადაშენების კრიტიკულ პირას მყოფ სახეობათა ნუსხაშია შეყვანილი. 

კომენტარები