ცოლზე ძალადობა

ზუგდიდში ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და მასზე ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს

www.geo.tv

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელოში ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და მასზე ძალადობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ბ. ს. დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 115- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, სოფელ შამგონაში ახალგაზრდა ქალი ბოსელში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მას სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა.

ოჯახის წევრები გარდაცვლილზე ქმრის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობენ. გარდაცვლილის ძმას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. მისი თქმით, ქალს დაზიანებები აქვს, რის გამოც, ნუკრი მიქავა ვარაუდობს, რომ მისი და ჯერ მოკლეს და შემდეგ "თოკზე ჩამოკიდეს". 

კომენტარები