ზუგდიდი

"ოცნების" დეპუტატი ჟურნალისტებს ზუგდიდში გარდაცვლილზე: ამდენი სტრესისგან ხალხს კიბო უჩნდება

მთავარი

"თქვენი წყალობით ხალხს კიბო უჩნდება",-უთხრა ქართული ოცნების მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზუგდიდის საკრებულოს წევრმა, ზაზა ხუბუამ ჟურნალისტებს ზუგდიდში გარდაცვლილ ქალზე საუბრისას.

"არავის არ სჭირდება ამდენი მკვლელობა და სტრესი. ეყოფა ხალხს",-თქვა ზაზა ხუბუამ. 

გავრცელებული ინფორმაციით, ხუბუა გარდაცვლილი ქალის მეზობელი იყო და ქალი მას დასახმარებლად ხშირად მიმართავდა. 

სამეგრელოში ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და მასზე ძალადობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ბ. ს. დააკავეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, სოფელ შამგონაში ახალგაზრდა ქალი ბოსელში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მას სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა.

ოჯახის წევრები გარდაცვლილზე ქმრის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობენ. გარდაცვლილის ძმას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. მისი თქმით, ქალს დაზიანებები აქვს, რის გამოც, ნუკრი მიქავა ვარაუდობს, რომ მისი და ჯერ მოკლეს და შემდეგ "თოკზე ჩამოკიდეს".

კომენტარები