ოკუპაცია

გახარია: საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ჩვენი მოქალაქეები ყოველდღე ხვდებიან წინააღმდეგობებს

მთავრობის ადმინისტრაცია

გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს ტერიტორიების 2% ოკუპირებულია და ეს საქართველოს ადამიანური კაპიტალის და ქვეყნის პოტენციალის განვითარების 20%-ით შეზღუდვას ნიშნავს.

მისი თქმით, საბედნიეროდ, მშვიდობით დასრულდა ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობა და ის თავისუფალია, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ წინააღმდეგობებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ხვდებიან.

"საბედნიეროდ, მშვიდობით დასრულდა ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობა, თუმცა, თითოეულ ჩვენგანს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიურად ხვდებიან ამ წინააღმდეგობებს. დღეს, სამწუხაროდ, ახალგორელებისთვის სრულად არის შეზღუდული გადაადგილების თავისუფლება და ეს არის ჰუმანიტარულად უმძიმესი მდგომარეობა", - თქვა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის პასუხი ოკუპაციას არის ის, რომ მოქალაქეების 70%-ზე მეტი მხარს უჭერს

"ეს არის ის მიმართულება, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენს საგარეო პოლიტიკაში და რომელსაც რამდენი წელიც არ უნდა დასჭირდეს, საქართველოს თითოეული მოქალაქე თანმდიმდევრულად გააგრძელებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი არის ქართული ტრადიციებით, ქართული კულტურული იდენტობით მივაღწიოთ ევრატლანტიკური ინსტიტუტების სრულფასოვან წევრობას", - თქვა პრემიერმა.

ოკუპირებული ახალგორი უკვე 4 თვეა, ჩაკეტილია.

რამდენიმე დღის წინ კი საოკუპაციო რეჟიმმა განაცხადა, რომ ჩაკეტავს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დამაკავშირებელ ერთადერთ გამშვებ პუნქტსაც, ახალი წლის დღესასწაულებზე "უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით" - 30 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებს ქარძმანი-პერევის პუნქტი.

კომენტარები