სროლა აშშ-ში

ტეხასში, ერთ-ერთ ტაძარში სროლას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაიღუპა თავდამსხმელიც

BBC

ტეხასში, ერთ-ერთ ტაძარში სროლას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაიღუპა თავდამსხმელიც

ტეხასში, ერთ-ერთ ტაძარში შეიარაღებულ თავდასხმას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თუმცა, თავდამსხმელი თავადაც დაიღუპა მას შემდეგ, რაც მას მრევლის ერთ-ერთმა წევრმა ესროლა.

პოლიციის განცხადებით, ისინი ჯერ კიდევ იკვლევენ თავდასხმის მიზეზს.

პოლიციის შერიფი, ჯეი პი ბევერინგი გმირობას უწოდებს იმ ადამიანების საქციელს, ვინც თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია,

თავდასხმა ეკლესიაში ადგილობრივი დროით 11:50-ზე მოხდა, დილის მსახურების დროს. მსახურება სოციალურ მედიაში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ შეიარაღებული პირი ფეხზე წამოდგა და ახლოს მდგომ კაცს გაესაუბრა, რომელსაც მალევე ცეცხლი გაუხსნა.

მოგვიანებით მან კიდევ ისროლა სხვა ადამიანის მიმართულებით, მანამ, სანამ შეკრებილი მრევლი მის განეიტრალებას შეძლებდა.

ორივე დაჭრილი მსხვერპლი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები