ძაღლები მედიცინაში

ძაღლები ბავშვებს მკურნალობის პროცედურების გავლაში ეხმარებიან

0 კომენტარი
ფოტო: yahoo

6 ოქროსფერი რეტრივერისგან შემდგარი ჯგუფი საუთჰემპტონის ბავშვთა საავადმყოფოში, ბრიტანეთში, ბავშვებს მკურნალობის პროცედურების გავლაში ეხმარება. 

მაილო, ჰატი, ქუინი, ლეო, ჯესი და არჩი აჩვენებენ ბავშვებს, რომ ამა თუ იმ პროცედურაში საშიში არაფერია  და თვითონაც იღებენ მათში მონაწილეობას. 

ფოტო: yahoo news

ეს ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ შვიდი წლის წინ ერთ-ერთ პატარა პაციენტს სასუნთქი ნიღბის გაკეთების შეეშინდა. მაშინ, ის ძაღლს მოარგეს და ბავშვმაც იგივე გაიმეორა. 

ზოგი ძაღლი, მაგალითად ლეო, მცირეწლოვან პაციენტებს რენტგენის გადაღებაში ეხმარება. ექიმებს რენტგენის აპარატში შემძვრალი რეტრივერის სურათი აქვთ  და ფოტოს შეშინებულ ბავშვებს ანახებენ. ისინიც მშვიდდებიან და პროცედურის ჩატარებას თანხმდებიან. 

ფოტო: yahoo news

მაგალითად, ჯესის საყვარელი პროცედურა ექოს გადაღებაა. ძაღლს გულაღმა აწვენენ და ბავშვებს აჩვენებენ, როგორ ტარდება ეს პროცედურა. 

აღსანიშნავია,  ძაღლებს ნამდვილი პროცედურები, ძირითადად, არ უტარდებათ, ისინი მხოლოდ პოზიორობენ კამერების წინ. კვლევით დადასტურდა, რომ ძაღლებთან ურთიერთობა ბავშვებს შიშისა და პანიკური შეტევების დაძლევაში ეხმარება. 

ფოტო: yahoo news

ძაღლები საავადმყოფოში თვეში დაახლოებით ხუთჯერ მიდიან და არა მხოლოდ ეხმარებიან ბავშვებს შიშების დაძლევაში, არამედ მხიარულ და ხალისიან ატმოსფეროსაც უქმნიან. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები