რეიჩელისა და როსის შვილი სერიალიდან FRIENDS 2020 წელს სრულწლოვანი ხდება

romper

საკულტო სერიალის FRIENDS მეათე სეზონის მეოთხე ეპიზოდში "the one with the cake"  მეგობრები  როსისა და რეიჩელის შვილის, ემას პირველი დაბადების დღის აღსანიშნავად იკრიბებიან. 

როსი ემასთვის სამახსოვრო ვიდეოს იღებს, რომ მომავალში, როდესაც გოგო სრულწლოვანი გახდება, ანახოს. როსი მონიკასა და ჩენდლერს სთხოვს, უკვე სრულწლოვან ემას რამე უთხრან. 

"2020 წელია. ისევ ნებივრობ შენს შუადღის ძილში?" ამბობს, როსსა და რეიჩელზე გაბრაზებული ჩენდლერი. 

სერიალის ფანებმაც არ დაივიწყეს და Youtube-სა თუ სოციალურ ქსელებში აღნიშნეს, რომ ემა სრულწლოვანია და 2020 წელიც კარს მოგვდგომია. 

გაიჟღერა შემოთავაზებამ, რომ კარგი იქნებოდა სერია სახელწოდებით "ის, რომელშიც ემას მეთვრამეტე დაბადების დღეა" გამოეშვათ და რეიჩელსა და როსს გაზრდილი შვილისთვის ჩაწერილი ვიდეო ეჩვენებინათ. 


ფოტო: ტაბულა

 შეგახსენებთ, რომ წელს საკულტო სერიალს 25 წელი შეუსრულდა. 

კომენტარები