თბილისის მერია

მერია Facebook-სა და Instagram-ზე 32 გვერდს დაასპონსორებს და ამისთვის 170 000 ლარს დახარჯავს

0 კომენტარი
ფოტო: instagram/kakhakaladze

თბილისის მერია გეგმავს, Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამის შესაძენად ტენდერი გამოაცხადოს და ამისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ნებართვას ითხოვს.

მერია გეგმავს, სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებასა და შესაბამის მომსახურებაში 170 000 ლარი დახარჯოს.

შესაბამისი ბრძანება მერიას დაქვემდებარებულმა ააიპ-მა, საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტომ გამოსცა.

სააგენტომ 3 იანვრამდე უნდა გადაწყვიტოს, მისცემს თუ არა ნებართვას მერიას ამ შესყიდვისთვის.

მერიისთვის 32 Facebook გვერდსა და 1 Instagram ანგარიში იმუშავებს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილ მოთხოვნაში წერია, რომ facebook-ი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია, რეკლამის განთავსების მიზანი კი მერიის საქმიანობისა და აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა.

"ფეისბუქის და ინსტაგრამის პოპულარობისა და აღნიშნული სოციალური ქსელების წვდომის მქონე აუდიტორიის მასშტაბიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია აუდიტორიისთვის და მისი ცალკეული სამიზნე ჯგუფებისთვის საზოგადოებისთვის აქტუალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, ფეისბუქი ინტერტერნეტ სივრცეში ინარჩუნებს პირველი სოციალური ქსელის სტატუსს, რაც კიდევ უფრო ამტკიცებს იმ მოსაზრებას, რომ უახლოესი რამდენიმე თვის მანძილზე, შესაბამის ბაზარზე, აღნიშნული კუთხით ცვლილებები მოსალოდნელი არ არის", - ნათქვამია თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული იურიდიული პირის "საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო"-ს მიერ შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ წერილში.

მერია დაასპონსორებს შემდეგ გვერდებს:

  1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (ფეისბუქი და ინსტაგრამი);
  2. ვაკის რაიონის გამგეობა(ფეისბუქი);
  3. საბურთალოს რაიონის გამგეობა(ფეისბუქი);
  4. მთაწმინდა რაიონის გამგეობა (ფეისბუქი);
  5. სამგორის რაიონის გამგეობა(ფეისბუქი);
  6. ჩუღურეთის რაიონის გამგეობა(ფეისბუქი);
  7. დიდუბის რაიონის გამგეობა(ფეისბუქი);
  8. ნაძალადევის რაიონის გამგეობა(ფეისბუქი);
  9. გლდანის რაიონის გამგეობა (ფეისბუქი);
  10. კრწანისის რაიონის გამგეობა(ფეისბუქი);
  11. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური(ფეისბუქი);
  12. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა საქალაქო სამსახური(ფეისბუქი);
  13. ზედამხედველობის სამსახური(ფეისბუქი);
  14. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური(ფეისბუქი);
  15. ტრანსპორტის სამსახური(ფეისბუქი);
  16. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური(ფეისბუქი);
  17. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო(ფეისბუქი);
  18. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა(ფეისბუქი);
  19. არქიტექტურის სამსახური(ფეისბუქი);
  20. ქონების მართვის სააგენტო(ფეისბუქი);
  21. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი(ფეისბუქი);
  22. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო(ფეისბუქი);
  23. თბილისის განვითარების ფონდი(ფეისბუქი);
  24. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლი (ფეისბუქი);
  25. ჩემი ადვოკატი(ფეისბუქი);
  26. თბილისის მედიათეკების გაერთიანება(ფეისბუქი);
  27. თბილისის ზოოპარკი(ფეისბუქი);
  28. თბილისის სატრანსპორტო კომპანია(ფეისბუქი);
  29. სამეფო უბნის თეატრი(ფეისბუქი);
  30. თბილსერვის ჯგუფი(ფეისბუქი);
  31. თბილისის ღამის ეკონომიკა(ფეისბუქი).
  32. ისნის რაიონის გამგეობი (ფეისბუქი).

რეკლამის მოქმედების ვადად მითითებულია 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები