შერონ სტოუნი

შერონ სტოუნს ონლაინ გაცნობის აპლიკაციაზე გვერდი დაუბლოკეს, რადგან ყალბი ეგონათ

EPA

61 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავს, შერონ სტოუნს ონლაინ გაცნობის აპლიკაცია დაუბლოკეს, რადგან აპლიკაციის მომხმარებელს ეგონა, რომ ყალბი გვერდი იყო.

ამის შესახებ მსახიობმა ტვიტერის გვერდზე დაწერა.

"ონლაინ გაცნობის აპლიკაციის, Buble-ის ანგარიში დამიბლოკეს. აპლიკაციის მომხმარებლებმა დამირეპორტეს გვერდი, რადგან არ ეგონათ, რომ მართლა მე ვიყენებდი", - წერს სტოუნი ტვიტერზე.

მსახიობმა გვერდის დაბლოკვის მიზეზის ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ შერონ სტოუნის ანგარიში არაერთმა მომხმარებელმა დაარეპორტა, რადგან გვერდი ყალბი ეგონათ, სწორედ ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა მსახიობის პროფილი გაეუქმებინა. 

კომენტარები