უბედური შემთხვევა

საპატრიარქოს წმ. იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში მშობიარე ქალი გარდაიცვალა

http://patriarchate.ge/

თბილისში, წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში მშობიარე ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. მომხდარი ფაქტი ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს.

როგორც ტაბულას კლინიკის გენერალურმა დირექტორმა უთხრა, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

"ოპერაციამ ჩაიარა კარგად, დაახლოებით 2 საათის შემდეგ დაიწყო გართულება. საკეისრო კვეთის შემდეგ მოხდა ეს უბედური შემთხვევა, ტრაგედია, ველოდებით დასკვნას ყველაფერი გადაგზავნილია ექსპერტიზაზე", - უთხრა ტაბულას ვეფხია ოდიშარიამ, კლინიკის დირექტორმა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები