ავარია თურქეთში

საგარეო: თურქეთში მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს 25 მოქალაქე დაშავდა

kvira.ge

თურქეთში, ქალაქ ჩანქირთან მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს 25 მოქალაქე დაშავდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სხეულის დაზიანებები მიიღო საქართველოს ერთმა მოქალაქემ, რომელსაც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

უწყების ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებული 25 პირი საქართველოში ბრუნდება. 

"დაშავებული მოქალაქე ჩანქირის საავადმყოფოში მოინახულა თურქეთის რესპუბლიკაში საქარველოს საელჩოს თანამშრომელმა. დიპლომატიური წარმომადგენლობა მუდმივ კაბშირზე რჩება როგორც თურქეთის შესაბამის უწყებებთან ასევე სატრანსპორტო კომპანიასთან და საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებთან. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება", - წერია საგარეოს მიერ გავცელებულ განცხადებაში.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 30 დეკემბერს მოხდა. თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა თურქეთის მოქალაქე.

კომენტარები