ახალი წელი 2020

მერიამ რუსთაველის გამზირიდან კარვები გაიტანა, ნაგვის მანქანის შეჩერებას ხოშტარია ცდილობდა

თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა პარლამენტთან განთავსებული კარვები და საპროტესტო ატრიბუტიკა - დროშები, გიორგი გახარიას ბიუსტი და ბანერები ნაგვის მანქანებით გაიტანა. თბილსერვის ჯგუფის ბოლო მანქანაზე ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია ავიდა და ცდილობდა, მანქანისთვის დაძვრის საშუალება არ მიეცა. საბოლოოდ, თბილსერვის ჯგუფის წარმომადგენლებმა დეპუტატი მანქანიდან ჩამოსვეს და ტერიტორია დატოვეს. მისი თქმით, მხდალი ადამიანები ქურდბაცაცულად მოიქცნენ. 

"მე კანონი მეუბნება, რომ აქ ბანერი შეიძლება იდგეს და მე მინდა, რომ იდგეს. ადამიანებს უნდათ, რომ იდგეს. ახლა იციან, რომ აქტიური პერიოდი არ არის, ახალი წელია და ამიტომ, ჩუმად მიაქვთ. თავის ხელით მოაბრძანებენ" - ამბობს ხოშტარია.

ადგილზე სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილია იკრიბება.

კომენტარები