თბილისის მერია

კარვების აყრის გაპროტესტების გამო, პარლამენტთან 9 ადამიანი დააკავეს

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის წინ 9 პირია დაკავებული. აქტივისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს - წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

რამდენიმე საათის წინ, თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა პარლამენტთან განთავსებული კარვები და საპროტესტო ატრიბუტიკა - დროშები, გიორგი გახარიას ბიუსტი და ბანერები ნაგვის მანქანებით გაიტანა. თბილისის მერიის განცხადებით, ისინი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ადგილისა და საშობაო მარკეტის მოწყობას აპირებენ. მათი მტკიცებით, ამის შესახებ ინფორმაცია აქციის მონაწილეებს წინასწარ მიაწოდეს.

საპროტესტო ატრიბუტიკის აღების შემდეგ, ადგილზე მივიდნენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წევრები. ისინი ადგილზე ბატუტის და ატრაქციონების გაშლას აპროტესტებდნენ, რა დროსაც, პოლიციამ რამდენიმე მათგანი დააკავა, მათ შორის, ნოდარ რუხაძე, ზუკა ბერძენიშვილი, ბექა კოკაია, ზურა მჟავანაძე და გიორგი მუმლაძე.

კომენტარები