ახალი წელი 2020

რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო კონცერტი 23:00 საათზე დაიწყება

0 კომენტარი
ფოტო: თბილისის მერია

რესპუბლიკის მოედანზე საშობაო სოფელში საახალწლო კონცერტი 23:00 საათზე დაიწყება.

კონცერტის ფარგლებში მუსიკალური პროექტი "ერთი ერთში" შესრულდება, რომლის 18 მონაწილე ცნობილ მომღერლებს განასახიერებენ და პოპულარულ სიმღერებს შეასრულებენ.

"ქართველი შემსრულებლები მიშა სულუხია, თაკო გაჩეჩილაძე, ლევან მასპინძელაშვილი,
დიმა კობეშავიძე, ნოდიკო ტატიშვილი, ელენე კალანდაძე, ოთო ნემსაძე, მარიტა როხვაძე,
ზურა ჯავახია, სალომე ბაკურაძე, მაგდა ვასაძე, ნინო ძოწენიძე, ნუცა ბუზალაძე, თემო
საჯაია, ნათია დუმბაძე, TL, ლიზა ყენია და ქეთი ორჯონიკიძე სცენაზე ლეგენდარულ
მომღერლებს - ტონი ბენეტს, გლორია გეინორს, ელვის პრესლის, ჩაკა ხანის, არეტა
ფრანკლინს, თინა თერნერს, ფრედი მერკურის, უიტნი ჰიუსტონს, ერიკ კლეპტონს, სტივ
უონდერს, ბილი ჯოელს, ქრისტინა აგილერას, რობი უილიამსს, ალიშა ქისს, ჯემიროქვაის,
რიანას და ლედი გაგას განასახიერებენ", - წერს თბილისის მერია.

საახალწლო კონცერტის გამო რესპუბლიკის მოედანთან ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვლება - 22:00 საათიდან თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისა და კოსტავას ქუჩისკენ მოძრავი ტრანსპორტი გაივლის სასტუმრო "რედისონთან" მდებარე პანდუსს, მობრუნდება ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფ. ელბაქიძის დაღმართი), საიდანაც გზას რუსთაველის
გამზირზე განაგრძობს.

სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ღონისძიებების დასრულებისთანავე
აღდგება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები