გიორგი მუმლაძე

ილიაუნის ლექტორის თქმით პარლამენტთან დაკავებისას პოლიციამ ფიზიკური დაზიანებები მიაყენა

0 კომენტარი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, გიორგი მუმლაძეს სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ბიუროში სასამრთლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. მან ორივე ფეხზე დაზიანებები გუშინ ღამით პარლამენტის წინ დაკავებისას მიიღო. ინციდენტზე მუმლაძემ სახელმწიფო ინსპექტორის ოფისშიც ისაუბრა. მისი თქმით პოლიციელებმა დაკავებისას მას ფეხები მანქანის კარში განზრახ სამჯერ მოაყოლეს. მუმლაძე ამბობს, რომ მისი დაკავება და პოლიციის მხრიდან ძალადობა ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის, ლევან მაისურაძის მითითებით მოხდა.

მუმლაძის ადვოკატის, თქმით გამოძიება დაწყებულია სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და ძალადობის მუხლით, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით პარლამენტის წინ დაკავებული აქტივისტები დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მათი სასამართლო პროცესი იანვრამდე გადაიდო.

ზუკა ბერძენიშვილის, ბექა კოკაიას, ბექა ბასილაიას, ზურაბ მჟავანაძის, გიორგი მუმლაძის და ზურაბ ნადირაძის საქმეებს სასამართლო 6 იანვარს განიხილავს, ხოლო ნოდარ რუხაძის, გიორგი შოთაძისა და რომეო ფარულავას საქმეებს 8 იანვარს.

ისინი მაშინ დააკავეს, როდესაც პარლამენტის წინ პროტესტანტების კარვების აღებასა და მათ მაგივრად საბავშვო ატრაქციონებს დადგმას აპროტესტებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ცხრავე პირს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს - წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება.

გუშინ ღამით, თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა პარლამენტთან განთავსებული კარვები და საპროტესტო ატრიბუტიკა - დროშები, გიორგი გახარიას ბიუსტი და ბანერები ნაგვის მანქანებით გაიტანა. მათი განცხადებით, ისინი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ადგილისა და საშობაო მარკეტს აწყობდნენ. მათივე მტკიცებით, ამის შესახებ ინფორმაცია აქციის მონაწილეებს წინასწარ მიაწოდეს.

პარლამენტს წინ მიიტანეს სასრიალო ბატუტიც, რომელიც გუშინ ღამითვე გაბერეს, თუმცა დღეს ბატუტი აიღეს, რადგან მისი ვიზუალი თბილისის მერისთვის "სრულიად მიუღებელი" აღმოჩნდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები