გორი

გორის მერია ზვიგენებიანი ატრაქციონის აღებას არ გეგმავს

მთავარი

გორის მერიის წინ ზვიგენებიანი გასაბერი ატრაქციონი დადგეს. როგორც მერიის წარმომადგენლები ჟურნალისტებთან საუბარში ამბობენ ატრაქციონი კერძო პირმა დადგა, ის საზაფხულო არ არის, მისით სოციალურად დაუცველები და დევნილები უფასოდ ისარგებლებენ და თბილისის მერიისაგან განსხვავებით, მის აღებას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით, თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა პარლამენტთან განთავსებული კარვები და საპროტესტო ატრიბუტიკა - დროშები, გიორგი გახარიას ბიუსტი და ბანერები ნაგვის მანქანებით გაიტანა. მათი განცხადებით, ისინი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ადგილისა და საშობაო მარკეტს აწყობდნენ. მათივე მტკიცებით, ამის შესახებ ინფორმაცია აქციის მონაწილეებს წინასწარ მიაწოდეს.

პარლამენტს წინ მიიტანეს სასრიალო ბატუტიც, რომელიც გუშინ ღამითვე გაბერეს, თუმცა დღეს ბატუტი აიღეს, რადგან მისი ვიზუალი თბილისის მერისთვის "სრულიად მიუღებელი" აღმოჩნდა.

კომენტარები