რომის პაპი

გაღიზიანებულმა რომის პაპმა ქალს ხელზე დაარტყა, რათა გამოსხლტომოდა [ვიდეო]

31 დეკემბერს ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ხალხთან ხელის ჩამორთმევისას რომის პაპი ფრანცისკე იძულებული გახდა, ხელზე დაერტყა ქალისთვის, რომელიც მას თავისკენ ექაჩებოდა და ხელს არ უშვებდა.

მოვლენის მსახველ ვიდეოზე ჩანს, როგორ სწვდა ქალი პაპის ხელს, რომელსაც ძლიერად ექაჩებოდა თავისკენ და ამავდროულად, ელაპარაკებოდა. გაუკრვეველია, თუ რას ამბობდა ქალი. ამის შემდეგ, პაპმა ფრანცისკემ გაღიზიანება არ დამალა და ქალს ხელიდან დაუსხლტა.

მეორე დღეს პაპმა თავისი საქციელის გამო ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ მოთმინება დაკარგა.

კომენტარები