ავსტრალია

ხანძრის გამო ავსტრალიის ორი შტატიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა

GETTY IMAGES/BBC

ავსტრალიაში მასობრივი ხანძრის გამო ორი შტატიდან, ახალი სამხრეთ უელსიდან და ვიქტორიადან ათასობით ადამიანის ევაკუირება მოხდა. 

ადგილობრივი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ საგანგებო მდგომარეობა დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 

აღმოსავლეთ ავსტრალიაში მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარია, რაც ხანძართან ბრძოლას ართულებს.

სექტემბრის შემდეგ ახალ სამხრეთ უელსსა და ვიქტორიაში ხანძრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა და 1 200-მეტი სახლი განადგურდა. 

მხოლოდ ამ კვირაში უკვე 17 ადამიანია დაკარგული.

კომენტარები