პიროტექნიკით დაზიანება

31 დეკემბერსა და პირველ იანვარს პიროტექნიკით თბილისსა და რეგიონებში 81 ადამიანი დაშავდა

31 დეკემბერსა და პირველ იანვარს თბილისსა და რეგიონებში პიროტექნიკის გამოყენებით სულ 81 ადამიანი დაშავდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული 81 ადამიანიდან 51-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. 

კერძოდ, პიროტექნიკით დაზიანება თბილისში 48 ადამიანმა მიიღო, მათგან 35-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. რეგიონებში კი 33 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან საავადმყოფოში 15 ადამიანი გადაიყვანეს. 

ცნობისთვის, ახალი წლის ღამეს იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკით დაშავებული 8 ბავშვი მიიყვანეს, ერთს თიტების ამპუტაცია დასჭირდა. 

კომენტარები