თურქმენეთი

თურქმენეთის პრეზიდენტმა საახალწლო წვეულებაზე DJ-ის როლი მოირგო [VIDEO]

თურქმენეთის პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუხამედოვმა, 30 დეკემბერს წინასაახალწლო ღონისძიებაზე DJ-ის როლი მოირგო და სტუმრებისთვის მის მიერვე შექმნილი მუსიკა დაუკრა. 

ტრეკებს შორის ბერდიმუხამედოვი სტუმრებს DJ-ობის სპეციფიკას უხსნიდა, მაგალითად, რა არის სემპლი, როგორ ხდება მუსიკის მიქსი და მასზე სპეცეფექტების დადება.

ვიდეო 1 იანვარს ერთერთ YouTube-არხზე "Mukam" გამოქვეყნდა. 

ღონისძიების ამსახველი სრული ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ აქ.  

კომენტარები