ხანძარი გერმანიის ზოოპარკში

გერმანიაში, ზოოპარკში გაჩენილ ხანძარს 30-მდე ცხოველი ემსხვერპლა

www.nbcconnecticut.com

გერმანიაში, ქალაქ კრეფელდის ზოოპარკში ხანძრის შედეგად 30-მდე ცხოველი დაიღუპა.

"ჩვენთვის განსაკუთრებით ტრაგიკულია, რომ ამ ზოოპარკის ცხოველები, ფრინველები და ძუძუმწოვრები, ხანძარს ემსხვერპლნენ. მათ შორის იყვნენ განსაკუთრებით საშიში მაიმუნები, ორანგუტანები, გორილები ცენტრალური აფრიკიდან და შიმპანზეები დასავლეთ აფრიკიდან”, - ამბობს ზოოპარკის დირექტორი. 

ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ახალი წლის ღამეს ცაში გაშვებულ ე.წ. ფრანებს მოიაზრებენ. თვითმხილველთა განცხადებით, ხანძრამდე ცოტა ხნით ადრე მათ ზოოპარკის ტერიტორიაზე საკმაოდ დაბალ სიმაღლეზე გადაადგილებადი ფრანები შენიშნეს.

კომენტარები