ლიბია

თურქეთის პარლამენტმა ლიბიაში ჯარის განლაგებას მხარი დაუჭირა

aljazeera.com

თურქეთის პარლამენტმა ლიბიაში ჯარის განლაგებას მხარი დაუჭირა, რაც თურქეთსა და ლიბიას შორის სამხედრო თანამშრომლობას გააფართოებს. 

ამ საკითხთან დაკავშირებით 2 იანვარს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. თავისი გადაწყვეტილებით პარლამენტმა ჯარებს ერთწლიანი მანდატი მიანიჭა.

ყველა ოპოზციური პარტია კანონპროექტის წინააღმდეგი იყო. აღნიშნულ კანონპროექტს მხარი მხოლოდ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პარტიამ დაუჭირა.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანს დახმარება ლიბიის ხელმძღვანელობამ სთხოვა, რომელიც რამდენიმე წელია, ამბოხებულებს ებრძვის.

2011 წელს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მოკვლის შემდეგ ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. დედაქალაქი ტრიპოლს საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა მართავს. აღმოსავლეთ ნაწილს გენერალი ხალიფა ჰაფთარი აკონტროლებს, რომელსაც ტრიპოლის დაკავება სურს. თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჰაფთარის მხარდასაჭერად რუსეთიდან კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლები ჩადიან, რასაც ანკარა არ შეეგუება.

კომენტარები